Starlink-ის მომდევნო 60 თანამგზავრის გაშვება გაურკვეველი დროით გადაიდო

ამერიკულმა კომპანია SpaceX–მა განუსაზღვრელი ვადით გადაიდო რაკეტამზიდ Falcon 9-ის გაშვება, რომელმაც Starlink-ის 60 მიკროთანამგზავრის მორიგი პარტია უნდა გაიყვანოს ორბიტაზე. შესაბამისი განცხადება კომპანიის Twitter–ზე შაბათს გამოქვეყნდა.

“ჩვენ უარს ვამბობთ დღევანდელ გაშვებაზე, რათა მეტი დრო დაეთმოს შემოწმებებს.” – ნათქვამია SpaceX–ის განცხადებაში. კომპანიის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ თარიღები ცნობილი მოგვიანებით გახდება.

Starlink-ის ქსელი შექმნილია იმისთვის, რომ უზრუნველყოს ინტერნეტით წვდომა მთელს პლანეტაზე, დედამიწის მახლობლად მდებარე ორბიტაზე დიდი რაოდენობით მცირე ზომის თანამგზავრების (500 კგ-მდე წონის) განლაგების მეშვეობით. ეს საკომუნიკაციო სისტემა ყველგან, მიუწვდომელი და იშვიათად დასახლებული ტერიტორიების ჩათვლით, უზრუნველყოფს ფართოზოლოვანი ინტერნეტის ხელმისაწვდომობას წამში 1 გიგაბიტის სიჩქარით, რაც შეესაბამება 5G სტანდარტს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად