Starbucks-მა ახალი კორონავირუსის გამო, ჩინეთის პროვინცია ხუბეიში მუშაობა შეაჩერა

ყავის მაღაზიათა ქსელმა Starbucks, ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, ჩინეთის პროვინცია ხუბეიში მუშაობა შეაჩერა. ამის შესახებ შესაბამისს განცხადებას კომპანია ავრცელებს.

შესაბამისი გადაწყვეტილება კომპანიამ პერსონალისა და კლიენტების ჯანმრთელობის დაცვისთვის მიიღო. ხუბეის ცენტრალურ პროვინციაში დაახლოებით 60 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.

აქამდე სწრაფი კვების რესტორნების ქსელმა McDonald’s მუშაობა შეაჩერა ჩინეთის პროვინცია ხუბეის ხუთ ქალაქში ამავე მიზეზით.

ახალი კორონავირუსის გავრცელება უხანიდან დაიწყო, სადაც გასული წლის ბოლოს დაავადებამ პირველად იფეთქა. ბოლოს გავრცელებული მონაცემების მიხედვით, ახალი კორონავირუსის შედეგად დაღუპულია 56 ადამიანი, ხოლო მისით დაინფიცირებულია მინიმუმ 1,9 ათასი ადამიანი.

გარდა ჩინეთისა, დაავადება დაფიქსირდა აშშ-ში, ტაილანდში, კანადაში, სინგაპურში, სამხრეთ კორეასა და კიდევ სხვა ქვეყნებში.

ვირუსის გავრცელების ფონზე, ჩინეთის 25 რეგიონში საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების უმაღლესი რეჟიმი გამოცხადდა. ქვეყნის ხელისუფლებამ აგრეთვე დაკეტა 10 ქალაქი და ჩინეთის დიდი კედლის ნაწილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად