Starbucks-ი, აშშ-ში ყველაზე დიდ, 5-სართულიან ყავის სახლს გახსნის

ყავის ამერიკული ქსელი Starbucks, აშშ-ში თავის ყველაზე დიდ დაწესებულებას გახსნის. ამის შესახებ Bloomberg-ი, კომპანიის გენერალურ დირექტორზე კევინ ჯონსონზე დაყრდნობით წერს.

აღნიშნულ დაწესებულებაში ერთად იქნება მაღაზია და ყავის სახლიც, დაწესებულება 5-სართულიანი იქნება და იგი ჩიკაგოს ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ სავაჭრო რაიონში განთავსდება.

Starbucks-სთვის ეს მეექვსე ასეთი მსხვილი დაწესებულებაა – დანარჩენი ხუთი განლაგებულია სიეტლში, შანხაიში, მილანში, ნიუ-იორკსა და ტოკიოში. ისინი წარმოადგენს პოლიგონს გაცილებით ხარისხიანი პროდუქციისა და ახალი სასმელების ტესტირებისთვის.

ყავის სახლი ჩიკაგოში 15 ნოემბერს დაიწყებს მუშაობას. ახალ სასმელებს შორის იქ გამოჩნდება ვისკი ყავის მარცვლებით, ნაყინი, ნაღებისა და კაკლის ლატე.

Starbucks 1971 წელს დაარსდა. გასულ წელს კომპანიამ პირველი დაწესებულება გახსნა იტალიაში, მილანის ცენტრში, მილანის კათედრალის გვერდით.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად