სტამბოლში “თეთრი ჩაფხუტების” ერთ-ერთი დამაარსებელი გარდაცვლილი იპოვეს

არასამთავრობო ორგანიზაცია “თეთრი ჩაფხუტების” ერთ-ერთი დამაარსებელი, ბრიტანელი ჯეიმს ლე მეზიურე სტამბოლში, საკუთარ სახლთან ახლოს გარდაცვლილი იპოვეს, – ინფორმაციას გამოცემა The Independent-ი ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია მისი გარდაცვალება. დაუდასტურებელი ინფორმაციით, ის სტამბოლში მდებარე საკუთარი ბინის აივნიდან გადმოვარდა.

ბრიტანეთის არმიის ოფიცრის ჯეიმს ლე მეზიურეს გარდაცვალების შესახებ წერს ასევე თურქული გაზეთი Sozcu. გამოცემის ცნობით, სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, მამაკაცმა ანტიდეპრესანტები მიიღო.

“თეთრი ჩაფხუტები” არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც სირიის იმ რაიონებში მოქმედებს, რომელსაც ოპოზიციური ძალები აკონტროლებენ. იგი სირიის ხელისუფლებასთან არ თანამშრომლობს.

ორგანიზაციის ცნობით, მისი მიზანი მოსახლეობისთვის სამედიცინო დახმარების გაწევა და იმ ადამიანთა გადარჩენაა, რომლებიც ქვეყანაში ომის ზონაში აღმოჩნდებიან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად