სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულოს ძალისხმევით, COVID-19-ით ინფიცირებულ საქართველოს მოქალაქეს სამშობლოში დააბრუნებენ

მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების ფონზე, საქართველოს ხელისუფლება განაგრძობს უცხოეთში მყოფი თანამემამულეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების პროცესს.

დღეს, ქ. სტამბოლიდან, საქართველოს გენერალური საკონსულოს ჩართულობითა და ხელშეწყობით, საქართველოს მოქალაქე, რომელსაც სტამბოლში კორონავიურუსი დაუდგინდა და 20 დღის განმავლობაში თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში, რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობდა, სამშობლოში ბრუნდება.

მოქალაქის სტამბოლიდან გამომგზავრება რეანომობილით მოხდება და საქართველოში ის შესაბამის კლინიკაში გააგრძელებს მკურნალობას.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის გავრცელების ფონზე, საქართველოს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მითითებითა და შესაბისი უწყებების ძალისხმევით, ამ ეტაპზე სამშობლოში ორგანიზებულად დაბრუნდა საქართველოს 5000-მდე მოქალაქე, ხოლო მსოფლიოს 40 ქვეყანაში ადგილზე დახმარება გაეწია ათასობით თანამემამულეს.

საქართველოს მთავრობა განაგრძობს უცხოეთში მყოფი თანამემამულეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების უზრუნველყოფას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად