A1 ბანერი

სტამბოლში, სამხედრო ვერტმფრენის ჩამოვარდნას 4 ადამიანი ემსხვერპლა

თურქეთის დედაქალაქ სტამბოლში, სამხედრო თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას ქალაქის გუბერნატორი ალი ერლიკაიუ ავრცელებს.

მის მიერ გაკეთებული განცხადების მიხედვით, დაჭრილი იყო 4 სამხედრო პირი, რომლებიც გადაიყვანეს ჰოსპიტალში, თუმცა გადაყვანის შემდეგ, ისინი ყველანი დაიღუპნენ.

მისი თქმით, ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად არ არიან სხვა დაშავებულები, თუ დაღუპულები. ამასთან, გუბერნატორს არ დაუკონკრეტებია, თუ რა ინფრასტრუქტურული ზიანი გამოიწვია ვერტმფრენის ქალაქში ჩამოვარდნამ.

ვერტმფრენის ჩამოვარდნის მიზეზები ჯერჯერობით ცნობილი არ არის. სტამბოლის მთავარმა პროკურატურამ, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაიწყო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...