სტამბოლში პუტინისა და ერდოღანის მოლაპარაკებები დაიწყო

სტამბოლში რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინისა და თურქეთის პრეზიდენტის რეჯეპ ტაიპ ერდოღანის ორმხრივი მოლაპარაკებები დაიწყო.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, შეხვედრა პრესისთვის დახურულია.

ვლადიმირ პუტინი სტამბოლში საღამოს ჩაფრინდა, მანამდე იგი დამასკოში იყო, სადაც სირიის პრეზიდენტთან ბაშარ ასადთან გამართა მოლაპარაკებები.

დღეს, როგორც დაგეგმილია, რუსეთის პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს გაზსადენ „თურქულ ნაკადის“ გახსნაში. გაზსადენის სიგრძე 1 კილომეტრს აღემატება. გაზსადენით, ბუნებრივ აირს თურქეთის მოქალაქეები მიიღებენ, გაზის წლიური მიწოდება 31,5 მილიარდი კუბური მეტრი იქნება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად