სტამბოლში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულ მოქალაქეთა უმრავლესობა გერმანელია

10 გარდაცვლილ მოქალაქეს შორის, რომლებიც სტამბოლში მომხდარ აფეთქებას ემსხვერპლა, უმრავლესობა გერმანიის მოქალაქე აღმოჩნდა, – აღნიშნულის შესახებ Reuters-ი წერს.

სანფორმაციო სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, აღნიშნული ფაქტი, გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს, ტელეფონით საუბრისას აცნობა.

შეგახსენებთ, რომ დღეს სტამბოლში, "სულთან-აჰმედის" მოედანზე აფეთქება მოხდა, რომელსაც 10 ადამიანი ემსხვერპლა. უცხოური მედიის ცნობით, აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა მოაწყო. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...