სტამბოლის აეროპორტში სამგზავრო თვითმფრინავს დაშვებისას ცეცხლი გაუჩნდა

სტამბოლის საბიჰა გოქჩენის აეროპორტში სამგზავრო თვითმფრინავი დაშვების დროს ბილიკიდან გადავიდა და რამდენიმე ნაწილად დაიშალა. შემთხვევის შედეგად არავინ დაღუპულა, 21 ადამიანი დაშავდა. შემთხვევის შესახებ CNN იტყობინება.

თვითმხილველების ცნობით, თვითმფრინავი ასაფრენი ბილიკიდან გადავიდა, ნაწილებად დაიშალა და ცეცხლი გაუჩნდა. მაშველებმა ყველა მგზავრის გადარჩენა შეძლეს და დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.

სამგზავრო ლაინერი ავიაკომპანია “პეგასუსს” ეკუთვნოდა და იზმირი-სტამბოლის რეისს ასრულებდა.

კატასტროფის დროს ბორტზე 177 მგზავრი და ეკიპაჟის ექვსი წევრი იმყოფებოდა. თვითმფრინავის ავარიის  სავარაუდო მიზეზად რთული მეტეოროლოგიური პირობები სახელდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად