შპს “სტადიონი”: ბათუმის სტადიონისა და სპორტული ობიექტების მშენებლობა შეუფერხებლად გრძელდება

ბათუმის სტადიონის მსენებლობა შეუფერხებლად მიმდინარეობს, ამის შესახებ შპს „სტადფიონი“ ინფორმაციას ფეისბუქის საშუალებით ავრცელებს. როგორც შპს-ში განმარტავენ, ამ დროისთვის ობიექტის გარე პერიმეტრის მოწესრიგება, საპარკინგე სივრცისა და უსაფრთხოების სისტემის სამუშაოები მიმდინარეობს.

„მშენებლობა გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. ამ დროისთვის, აქტიურად ხორციელდება, შიდა სარემონტო და გარე მოპირკეთებითი სამუშაოები. ასევე, სახანძრო უსაფრთხოების სისტემების მონტაჟი და გარე ტერიტორიაზე, საპარკინგე სივრცეების მოწყობა. გარე პერიმეტრის მოწესრიგება, საპარკინგე სივრცისა და უსაფრთხოების სისტემის მოწყობა მიმდინარეობს“, -განმარტავს შპს „სტადიონის“ დირექტორი ჯაბა სურმანიძე.
მისივე განმარტებით, შექმნილი ვითარების მიუხედავად, აქტიურად გრძელდება შპს „სტადიონის“ სხვა სპორტული ობიექტების მსენებლობაც.

„ეს ეხება, როგორც ბათუმის უნივერსალური სპორტული კომპლექსის მშენებლობას, ისე დაბა ჩაქვში დაგეგმილ ძალოსანთა სპორტული ბაზის საპროექტო სამუშაოებს“,-აცხადებს შპს „სტადიონის“ მიერ გავრცელებულ ვიდეო ინტერვიუში, ჯაბა სურმანიძე.
ბათუმის ახალი სტადიონის მშენებლობა უკვე საბოლოო ფაზაშია. მშენებლობის პროცესის სრულად დასრულების შემდეგ ბათუმი უეფას IV კატეგორიის, 20 ათას მაყურებელზე გათვლილი სტადიონი ექნება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად