სს “ენერგო-პრო ჯორჯიას” საგანგებო განცხადება დაანონსებული საპროტესტო აქციის შესახებ

ჩვენი კომპანიის პროფკავშირების მიერ ორგანიზებულმა პროტესტმა ვერანაირი მხარდაჭერა ვერ მოიპოვა რეგიონებში.
ამის გამო ისინი იძულებულები გახდნენ და თანამშრომლებს სთხოვეს, რომ ადგილზე მაინც დაეფიქსირებინათ მათი პოზიცია, თუმცა ამაზეც უარი მიიღეს.

რაც შეეხება თბილისის აქციას, მიუხედავად დაანონსებული მასშტაბური აქციისა, კომპანიის პროფკავშირების ხელმძღვანელობამ, ოფიციალური მოწერილობის საფუძველზე, მოითხოვა თავისი 37 დელეგატის გაგზავნა თბილისში დილის 10:00 საათზე, თითქოს კრების ჩატარების მიზეზით. სავარაუდოდ, სწორედ ისინი იქნებიან დღევანდელ აქციაზე.

კომპანიის მენეჯმენტი მადლობას უხდის თანამშრომლების აბსოლუტურ უმრავლესობის ერთსულოვანი თანადგომისთვის, რაშიც სრულიად დარწმუნებულნი ვიყავით.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...