სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ არჩევნების დღეს საგანგებო რეჟიმში იმუშავებს

შაბათს, 31 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტის არჩევნების დღეს, „ენერგო-პრო ჯორჯია“ განსაკუთრებული რეჟიმით იმუშავებს. ყველა რაიონში, 24 საათის განმავლობაში იმუშავაბენ საგანგებოდ დანიშნული მორიგე ჯგუფები, მობილიზებული იქნება ყველა საჭირო ტექნიკაც.

მორიგე ჯგუფებს პირდაპირი კავშირი ექნებათ საარჩევნო უბნებთან. იმ შემთხვევაში, თუ უამინდობის ან სხვა გაუთვალისწინებელი შემთხვევების გამო მოხდება ელექტროენერგიის ავარიული შეზღუდვა, კომპანიის ტექნიკური სამსახური მოახდენს სწრაფ და ოპერატიულ რეგირებას.

კომპანიის მორიგე, პასუხისმგებელი პირების სია და საკონტაქტო ნომრები უკვე გადაეგზავნა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. ცეესკოს წარმომადგენელს პირდაპირი კავშირი ექნება კომპანიის მთავარ დისპეტჩერთანაც.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად