“სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, საქართველო არსად დაბრუნებას არ აპირებს”

საქართველოს და ბელარუსის პრეზიდენტების ერთობლივი პრესკონფერენციაზე ორი ქვეყნის სამომავლო გეგმებზე, ეკონომიკურ და საერთაშორისო ურთიერთობებზე ისაუბრეს. 

პრესკონფერენციის დარულების შემდეგ პრეზიდენტის მრჩეველს საგარეო პოლიტიკის საკითხებში თენგიზ ფხალაძეს, ბელარუსის პრეზიდენტის სიტყვებზე „იმედია უახლოეს მომავალში ვიპოვით ერთ პატარა პასუხს კითხვაზე, როგორი ნაბიჯი უნდა გადავდგათ, რომ არა მხოლოდ შეწყდეს რიტორიკა, არამედ დაახლოვდეს პოზიციები ქვეყნებს შორისო და ვიცხოვროთ ერთ ოჯახში როგორც ერთ დროს…“ ჟურნალისტებთან განმარტების გაკეთება მოუწია.

მისი თქმით, ბელარუსის პრეზიდენტის სიტყვები არასწორად იქნა აღქმული და  საქართველო არსად დაბრუნებას არ აპირებს.

„შემიძლია სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ არსად დაბრუნებას არავინ არ აპირებს, საუბარი იყო სხვა რამეზე, რაც მერე განმარტა ბელარუსის პრეზიდენტმა, რომ ხალხებს შორის როგორც წესი, მტრობა არ ასრებობს და პრობლემები შექმნილია პოლიტიკურ ჭრილში, პოლიტიკოსების მიერ და ხალხთა შორის ურთიერთობების რესურსი შესაძლებელია გამოყენებულ იქნას იმისათვის, რომ პოლიტიკური პრობლემები მოიხსნას. პოლიტიკური პრობლემები სწორედაც უნდა მოიხსნას და უნდა მოიხსნას სწორედ, საერთაშორისო ძალისხმევის გაერთიანებით"-განაცხადა ფხალაძემ.

პრეზიდენტის მრჩეველი თქით, ყველა საერთაშორისო შეხვედრაზე საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე და ოკუპირებულ ტერიტორიებზეა საუბარი.

„არ არსებობს საერთაშორისო შეხვედრა, სადაც არ წამოჭრილა ჩვენთვის ყველაზე მთავარი, ოკუპირებული ტერიტორიებისა და ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენინეტის საკითხი, ეს არის ის თემა, რომელიც ლაიტმოტივად გასდევს საქართველოს პრეზიდენტის ნებისმიერ საერთაშორისო ქვეყნის წარმომადგენელთან  შეხვედრას.

ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი სახელმწიფო, რომელთანაც გვაქვს ურთიერთობა, მასთან ჩვენი პოზიციები იყოს დაახლოებული, ჩვენმა პარტნიორებმა ზუსტად და კარგად იცოდნენ, თუ როგორ წარმოუდგენია საქართველოს ამ პოზიციების გადაჭრა. ნებისმიერი ქვეყნის მხარდაჭერა ამ ძირითადი, სტრატეგიული ამოცანის რეალიზებაში, ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანი და დასაფასებელია. მხოლოდ მისასალმებელია, თუ კიდევ ერთი რომელიმე ნებისმიერი სახელწმიფო იზიარებს საქართველოს პოზიციას და თუ კი რომელიმე სახელმწიფო კიდევ დამატებით შეეხიდება მას იმ საერთაშორისო მხარდაჭერაში, რომელიც უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის“- განაცხადა ფხალაძემ. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად