სრულად ვაქცინირებული ვიზიტორებისთვის აშშ სამოგზაურო შეზღუდვებს 8 ნოემბრიდან მოხსნის

აშშ სრულად ვაქცინირებული ვიზიტორებისთვის პანდემიის გამო დაწესებულ სამოგზაურო შეზღუდვებს 8 ნოემბრიდან გააუქმებს.

აშშ-ის ისტორიაში ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საზღვრები მსოფლიო მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის 21 თვით ჩაკეტა.

აშშ-ში შესვლისთვის აუცილებელია პირი სრულად იყოს ვაქცინირებული ამერიკის წამლისა და საკვების ან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებული რომელიმე ვაქცინით.

შეზღუდვები დონალდ ტრამპის ინიციატივით, 2020 წლის იანვარში ჩინეთიდან ამერიკაში ჩასული ვიზიტორებისთვის დაწესდა, მოგვიანებით იგივე რეგულაციები მსოფლიოს ბევრ ქვეყანაზე გავრცელდა.

 

 

კომენტარები
იტვირთება...