სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია მოჭიდავე ზურა დათუნაშვილის მიერ ჟურნალისტის მაგდა კლდიაშვილის შეურაცხყოფას გმობს

საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის საგანგებო განცხადებას ავრცელებს და მოჭიდავე ზურა დათუნაშვილის მხრიდან ჟურნალისტის მაგდა კლდიაშვილის მიმართ შეურაცხყოფის ფაქტს ეხმაურება.

“იტალიის დედაქალაქ რომში მიმდინარე ჭიდაობის ევროპის ჩემპიონატზე დაფიქსირდა აღმაშფოთებელი ფაქტი. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავემ, ამჟამად სერბეთის სახელით მოასპარეზე ზურა დათუნაშვილმა უშვერი სიტყვებით გალანძღა სპორტული ჟურნალისტი, მაგდა კლდიაშვილი.

“სპორტსმენის” მხრიდან ჟურნალისტის მისამართით სიტყვიერი შეურაცხყოფების და გინების კორიანტელს ასევე შეესწრნენ ტურნირზე აკრედიტებული სპორტული ჟურნალისტები – ოთარ მაღლაკელიძე და სალომე ხარატიშვილი.

Მიგვაჩნია, რომ ჟურნალისტის ასეთი(ან ნებისმიერი სხვა) სახით შეურაცხყოფა არის უაღრესად მდაბალი, სპორტსმენისა და მოჭიდავისათვის აბსოლუტურად შეუფერებელი და მიუღებელი საქციელი.

ასეთი მოქცევისათვის დაუსჯელი არავინ არ უნდა დარჩეს. მივმართავთ თხოვნით საქართველოს ჭიდაობის ფედერაციას, რომ მომხდარის თაობაზე საქმის კურსში ჩააყენოს სერბეთის კოლეგა ფედერაცია, რომლის პრეროგატივაცაა დათუნაშვილის მისამართით სადამსჯელო ღონისძიების გატარება” – ნათქვამია საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის საგანგებო განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად