sportske.jutarnji.hr: “საქართველოს ჩემპიონი არაა უბრალო გუნდი” (ვიდეო)

გუშინ თბილისში “მიხეილ მესხზე” ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტპის მეორე წრის პირველი შეხვედრში “საბურთალო” ზაგრების “დინამოსთან” 0:2 დამარცხდა.

ბევრად უფრო გამოცდილ ზაგრების “დინამოს” მასპინძლები ტოლ-სწორივით ეთამაშენ თუმცა გატანილ გოლებში ამან ასახვა ვერ ჰპოვა. ზაგრებელებმა მეორე ტაიმის 67-ე წუთზე თამაშიდან გატანილ გოლს 78 წუთზე პენალტიდან გატანილი მიამატეს და როგორც ხორვატიული პორტალი sportske.jutarnji.hr წერს, დიდი ნაბიჯი გადადგეს მესამე რაუნდისკენ, თუმცა “მაკსიმირზე” განმეორებითი მატჩში, რომელსაც ზაგრებელი გულშემატკივარები დისკვალიფიკაციის გამო ვერ დაესწრებიან, მაინც სიფრთხილე მართებთ, რადგან “საქართველოს ჩემპიონი არაა უბრალო გუნდი.”

განმეორებითი მატჩი ზაგრებში 30 ივლისს გაიმართება.

მასალა მოამზადა რაულ კაპანაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...