სპორტის სასახლეში ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატი მიმდინარეობს

დღეს თბილისის სპორტის სასახლეში ჭიდაობაში საქართველოს პირველობა დაიწყო.

შეჯიბრების პირველ დღეს ერთმანეთს 55-67-87 კგ წონითი კატეგორიების ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები და 65-79-86-97 კგ წონითი კატეგორიების თავისუფალი სტილით მოჭიდავეები დაუპირისპირდნენ.

ნახევარფინალებში გავიდნენ და ჩემპიონობისთვის ბრძოლის გასაგრძელებელი უფლების მოპოვებისთვის ერთმანეთს შეხვდნენ:

ბერძნულ-რომაული
55 კგ
ზურაბ მაჭარაშვილი (ოზურგეთი) – ვასილ ხაჩიძე (ბორჯომი)
ნუგზარ წურწუმია (ხობი) – რამაზ სილაგავა (თბილისი-ორც)

67 კგ
საჩინო დავითაია (სენაკი) – ედნარ შავაძე (აჭარა)
მურად მიქელაძე (აჭარა) – გიორგი დავითაია (სენაკი)

87 კგ
ზურაბ დათუნაშვილი (თბილისი) – გურამ ხეცურიანი (ქუთაისი)
რობერტ კობლიაშვილი (გარდაბანი) – გიორგი დევიძე (თერჯოლა)

თავისუფალი ჭიდაობა
65 კგ
ედემი ბოლქვაძე (სამტრედია) – გიორგი ბრეგვაძე (ქუთაისი)
ამირან ვახტანგიშვილი (გორი) – ომარ გურჯიძე (ქუთაისი)

79 კგ
ნიკა კენჭაძე (ამბროლაური) – დავით ხუციშვილი (საგარეჯო)
ტარიელ გაფრინდაშვილი (თბილისი) – ჯაბა ყველაშვილი (გორი)

86 კგ
სანდრო ამინაშვილი (თბილისი) – თორნიკე კვინიკაძე (ხაშური)
ტარზან მაისურაძე (ყაზბეგი) – ზაურ ბერაძე (ხარაგაული)

97 კგ
ელიზბარ ოდიკაძე (თბილისი) -მამუკა კორძაია (აჭარა)
გივი მაჭარაშვილი (მცხეთა) – ზურიკო ურთაშვილი (მცხეთა)

ჩამოთვლილთაგან გამარჯვებები მოიპოვეს და ხვალ ჩემპიონობისთვის იბრძოლებენ წყვილთა შორის პირველად დასახელებული სპორტსმენები

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...