სპორტდარბაზების გახსნის მოთხოვნით დედაქალაქის მთავარ გამზირზე მსვლელობა გაიმართა.
მწვრთნელებს ხელისუფლებასთან ორი მთავარი მოთხოვნა აქვთ – რაც შეიძლება სწრაფად გაიხსნას საქართველოს მასშტაბით ყველა სპორტდარბაზი. მათი განცხადებით, მეოთხე თვეა შემოსავლის გარეშე არიან.
” 8 კვადრატზე 1 ადამიანი წარმოუდგენელია. ჩვენ ვითხოვთ 5 კვადრატულ მეტრზე 1 ადამიანის დაშვებას”-ამბობს აქციის მონაწილე “კურიერთან”