Sport Mediaset: პირლოს უშვებენ, მას ალეგრი შეცვლის

ტურინისი იუვენტუსის მთავარ მწვრთნელს ანდრეა პირლოს თანამდებობას დაატოვებინებენ და მას ამ პოსტზე კლუბის ყოფილი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი შეცვლის. ამ ინფორმაციას Sport Mediaset ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ტურინულ კლუბში გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვთ და ეს იმ შემთხვევაშიც მოხდება თუ ამ მომენტისთვის კლუბის მიზანი შესრულებული იქნება, ანუ “ბებერი ქალბატონი” იტალიის ჩემპიონატში ოთხეულში იქნება და ჩემპიონთა ლიგის საგზურს მოიპოვებს. ამ მომენტისთვის “იუვენტუსი” 66 ქულით მეოთხე ადგილზე იმყოფება, თუმცა ამდენივე ქულა აქვს მესამე ადგილზე მყოფ “ნაპოლისა” და მეხუთე ადგილზე მყოფ “მილანს”.

შეგახსენებთ, ალეგრი იუვენტუსს 2014-2019 წლებში წვრთნიდა და კლუბთან ერთად იტალიის ჩემპიონი ზედიზედ ხუთჯერ გახდა, ხოლო ჩემპიონთა ლიგის ფინალში ორჯერ ითამაშა, თუმცა ორივეჯერ დათმო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...