BBC “გრანდის” შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის ჩვენებას 6 ივნისს გამართავს

სპილო გრანდის ოპერაციაზე BBC-ის მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმს ხვალიდან, ჯერჯერობით მხოლოდ ინგლისში აჩვენებენ.

თბილისის ზოოპარკის ცნობით, სპილო გრანდის ოპერაციაზე BBC-ის მიერ გადაღებულ დოკუმენტურ ფილმს ხვალიდან, ჯერჯერობით მხოლოდ ინგლისში აჩვენებენ. სპილოს ეპიზოდი 6 ივნისს, ინგლისის დროით 21:00 საათზე გავა BBC Two-ზე, რომლის ნახვის შესაძლებლობაც ყველას ექნება.

პრემიერამდე BBC-იმ ფილმის პატარა მონაკვეთი გაავრცელა, რომელზეც გრანდის წამოდგომის ემოციური კადრებია ასახული: კადრები იხილეთ აქ: https://www.bbc.co.uk/programmes/p0792rmk?fbclid=IwAR3l4DTdDANL-fGhUaZYBbHgJhBFeYalmgkJTOMcJiZAyGfAuf5dvpFrQns

ცნობისთვის, თბილისის ზოოპარკის ბინადარი სპილო “გრანდის” კბილის ამოღებას BBC-იმ სერიალი მიუძღვნა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...