სპეცრეისები საქართველოსკენ: საფრანგეთიდან ქართველების დეპორტაცია დაიწყო!

ფრანგული მედია დღეს დილიდან საქართველოს მოქალაქეების მასობრივ დეპორტაციაზე იუწყებოდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სპეციალური რეისით საქართველოს 33 მოქალაქე გამოუშვეს საფრანგეთის ქალაქ რენიდან.

თვითმფრინავი საქართველოში უკვე ჩამოფrინდა. ჩამოსული ქართველები ყვებიან, რომ მათთან ერთად, წინასწარი დაკავების იზოლატორში კიდევ ასეულობით ადამიანი იყო. ისინი არავის გაუფრთხილებია წინასწარ, ისე მიაკითხეს დილით სახლებში და გამოუშვეს სპეციალური რეისით.

ფრანგული მედიის ცნობით (წყარო https://france3-regions.francetvinfo.fr) დეპორტაცია იმ მოქალაქეებს გაუკეთეს, რომელთაც ოფიციალურად ეთქვათ უარი თავშესაფრის თხოვნის დაკმაყოფილებაზე.

ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ემიგრანტების უფლებების დაცვაზე მუშაობენ, აცხადებენ, რომ მათი მოთხოვნის მიუხედავად, დეპორტირება არ შეწყდა და საქართველოს მოქლაქეებს სამშობლოში გადმოსაყვანად “ქართული ავიახაზები” ელოდებოდა. ისინი დარღვევებში აფიქსირებენ იმ ფაქტსაც, რომ ერთი ოჯახიდან ადამიანები ერთმანეთს დააცილეს და სხვადასხვა იზოლატორებში მოათავსეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად