სპეცოპერაცია გორში – ადგილზე 14 წლის წინ გაუჩინარებული ბავშვის მშობლები იმყოფებიან

ამ წუთებში გორში, კულტურისა და დასვენების პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე შსს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებას ატარებს. თუმცა, რა კონკრეტულ ღონისძიება მიმდინარეობს, ამის შესახებ “აიპრესთან” შსს კომენტარს არ აკეთებს.

როგორც ადგილზე მყოფი კორესპოდენტი იუწყება, სპეცოპერაციის ადგილას იმყოფება რამდენიმე კვირის წინ მოკლული 9 წლის გოგონას მშობლები და ასევე, გორიდან, 14 წლის წინ გაუჩინარებული ბიჭის მშობლები.

არაოფიციალურად კი ვრცელდება ინფორმაცია, გორში, 9 წლის გოგონას განზრახ  მკვლელობაში ბრალდებულმა იაგო ნებიერიძემ გამოძიებასთან 14 წლის წინ გაუჩინარებული  ბავშვის ცხედრის ადგილსამყოფელი დაასახელა.

ქალაქის ცენტრალურ მოედანზე 100-მდე სამართალდამცველი იმყოფება.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...