სპეციალისტების შეფასებით, მსოფლიოში 2019 წლის ივნისი ყველაზე ცხელი თვე იყო

2019 წლის ზაფხულში, ევროპაში დიდი ხნის განმავლობაში ანომალურად ცხელი ამინდი დაფიქსირდა, რის შემდეგაც ციმბირსა და ალასკაზე მასშტაბური ხანძარი გაჩნდა. ინფორმაციას გამოცემა The Washington Post-ი ავრცელებს.

„Авиалесоохраны“-ს თანახმად, 31 ივლისის მდგომარეობით, რუსეთში ტყის ხანძრების არეალი, დაახლოებით 2.9 მილიონი ჰექტარი იყო, ხოლო ალასკაში- 800 ათასი ჰექტარი.
ივლისში, გრენლანდიაში ტყის ხანძარი გაჩნდა, თუმცა კუნძულის ყველაზე დიდი საფრთხე სითბოს ტალღაა, რომელიც ევროპაში გამოვლინდა. შედეგად, 197 მილიარდი ტონა ყინული დნება მხოლოდ ერთ თვეში.

მთლიანობაში, ეს ზაფხული შესაძლოა კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცხელი აღმოჩნდეს.
შეერთებული შტატების ოკეანისა და ატმოსფერული ეროვნული ადმინისტრაციის (NOAA) თანახმად, დაკვირვების შედეგად, მსოფლიოში 2019 წლის ივნისი ყველაზე ცხელი თვე იყო.

მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ 2019 წლის ივლისი ზოგადად, 1979 წელს დაკვირვების დაწყებიდან ყველაზე ცხელი თვე იყო.

“ტაიგაში ხანძარი და სიცხე ევროპაში გლობალური დათბობის შედეგია, მათ შეუძლიათ კლიმატის ცვლილებები კიდევ უფრო გაამწვავონ”,- დარწმუნებით აცხადებენ ჟურნალის TIME- ს მიერ გამოკითხული ექსპერტ-მეტეოროლოგები.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...