“სპარში” დაპრისპირების დროს დაშავებული კონსულტანტი, მათე ჯომიდავა გარდაიცვალა

სუპერპარკეტ “სპარში” 2019 წლის 30 დეკემბერს მომხდარი დაპირისპირების დროს დაშავებული კონსულტანტი, მათე ჯომიდავა საავადმყოფოში გარდაიცვალა.

მათე ჯომიდავა ოკუპირებული აფხაზეთიდან  სასწავლებლად ჩამოვიდა დედაქალაქში და სტუდენტობას მუშაობასაც უთავსებდა.

ფაქტი თბილისში, მერაბ კოსტავას ქუჩაზე მდებარე “სპარში” მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით “სპარში” შესულ მომხმარებელს მომსახურეობა არ მოეწონა, რის გამო ჯომიდავასა და მას შორის დაპირისპირება მოხდა. ასევე, გავრცელებული ინფორმაციით მომხმარებელმა ჯომიდავას ქვის ნატეხი ჩაარტყა თავში. კონსულტანტი მიყენებული დაზიანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. მომხმარებელი კი ადგილზე დააკავეს.

როგორც “აიპრესს” შსს-ში განუცხადეს   ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. უწყების ცნობით, ბრალდებული დააკავებულია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად