“სპარის” თანამშრომლის დაჭრის ფაქტზე 1 პირი დააკავეს

რამდენიმე საათის წინ თბილისში, მაღაზია “სპარის” თანამშრომელი დაჭრეს.

როგორც “აიპრესს” შსს-ში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19 – 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

მომხდარ ფაქტზე 1 პირი დაკაავეს.

გავრცელებული ინფორმაცით ახალგაზრდა კაცს ჭრილობა დანით მიაყენეს.

შეგახსენებთ 2019 წლის 30 დეკემბერს, მერაბ კოსტავას ქუჩაზე “სპარის” კონსულტანტ მათე ჯომიდავას და მომხმარებელს შორის დაპირისპირება მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით “სპარში” შესულ მომხმარებელს მომსახურეობა არ მოეწონა, რის გამო ჯომიდავასა და მას შორის დაპირისპირება მოხდა. ასევე, გავრცელებული ინფორმაციით მომხმარებელმა ჯომიდავას ქვის ნატეხი ჩაარტყა თავში. კონსულტანტი მიყენებული დაზიანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. მომხმარებელი კი ადგილზე დააკავეს.

დაშავებული მათე ჯომიდავა 2020 წლის 22 იანვარს გარდაიცვალა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად