„სპაგეტი სვინგ ბენდის“ შეფ მზარეული Club Take Five Batumi-ს სტუმრებს სპაგეტით გაუმასპინძლდა

ბათუმი 17-19 ივლისს  "ჰით ბათუმი 2015"-ის ფარგლებში  „სანრემოს“ ვარსკვლავებს უმასპინძლებს. პირველი დღე „სპაგეტი სვინგ ბენდის“  ცნობილ ჰიტებს დაეთმო. ბათუმელები და ზღვისპირა ქალაქის  სტუმრები უჩვეულო სანახაობის მომსწრენი გახდნენ.  განუმეორებელმა და ვირტუოზულმა „სპაგეტი სვინგ ბენდმა“ რომლის კონცერტები განსაკუთრებულობით გამოირჩევა,  დავით გომართელთან ერთად, დაუვიწყარო საღამო აჩუქა ბათუმსა და Club Take Five Batumi-ს . შემოგვიერთდით  სანრემოს ვარსკვლავების დღეებზე!

ბენდი 4 შემსრულებლისგან შედგება. ერთ-ერთმა წევრმა ვირტუოზმა შეფ მზარეულმა პირდაპირ სცენაზე, ლაივ რეჟიმში  სპაგეტი მომაზადა და მსმენელებს გაუმასპინძლდა.საფესტივალო კლუბში „სპაგეტი სვინგ ბენდის“ პოპულარული სიმღერების მოსმენის ფონზე, როგორიცაა ვოლარე, პაროლე, ო სოლე მიო,  ბათუმის დამსვენებლებმა იტალიურიმაკარონის დაგემოვნება შეეძლეს.

კონცერტის წამყვანი იყო ქართველი მომღერალი დავით გომართელი, რომელსაც  ძალიან უყვარს იტალია, ამ ქვეყნის სამზარეულო, მუსიკა და ფლობს იტალიურ ენას. ერთი სიტყვით მან ყველაფერი იცის იტალიასა და იტალიელებზე.

ამავე დღეს ბათუმის კორტების სცენის, „ჰით ბათუმის“ მთავარი საკონცერტო სივრცის პრეზენტაციაც გაიმართა. დღეს კი,  ყველასთავის საყვარელი იტალიელი მომღელი უმბერტო ტოცი და ჯგუფი „რიკი ე პოვერი“ ბათუმის ახალ კორტებზე ცნობილ ჰიტებს შეასრულებენ.

უმბერტო ტოცი მე-20 საუკუნის ცნობილი იტალიელი მომღერალია, რომელიც შემსრულებელია პოპის, როკის და იტალიური დისკოსი, უკრავს კლავიშზე და გიტარაზე. იგიასევე წერს სიმღერებს, მუსიკოსი, კომპოზიტორი და ხმის ჩამწერი სტუდიის პროდიუსერი. მნიშვნელოვანია, რომ უმბერტო ტოცი საქართველოში პირველად გამართავს კონცერტს ქართველი მსმენელისთვის.

რიკი ე პოვერი იტალიური ჯგუფია, რომელმაც ჩამოაყალიბა ამავე სახელწოდების  პოპულარული ჯგუფი. 1970-71 წლებში სანრემოს ფესტივალზე ამ ორი სიმღერით „ლა პრიმაკოსა ბელლა და კე სარა“ გახდა ყველაზე პოპულარული იტალიური ჯგუფი.  

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...