SpaceX-მა სისტემა Iridium NEXT-ის ათი თანამგზავრი ორბიტაზე წარმატებით გაიყვანა

კომპანიამ SpaceX წარმატებით გაიყვანა ორბიტაზე კავშირგაბმულობის სისტემა Iridium NEXT-ის ათი თანამგზავრიდან ბოლო და ამით დაასრულა 75 კოსმოსური აპარატისგან შემდგრადი თანავარსკლავედის შექმნა.

პირველი სტადიის განმავლობაში მოხდა რაკეტამზიდმ Falcon-9-ის გაშვება ვანდენბერგის კოსმოდრომიდან, რომელიც კალიფორნიაში მდებარეობს. ამის შემდეგ რაკეტამზიდის პირველმა საფეხურმა დედამიწაზე დაშვება წარმატებით განახორციელა მცურავ პლატფორმაზე, რომელიც ატლანტის ოკეანეში მდებარეობს. მისიის მეორე სტადია ორბიტაზე თანამგზავრის განთავსებას გულისმობდა, რომელიც აგრეთვე წარმატებით განხორციელდა.

Iridium NEXT – ეს ამერიკული კომპანია Iridium Communications Inc.-ის კავშირგაბმულობის თანამგზავრების მეორე თაობაა, რომელიც ამჟამად მოქმედი კოსმოსური თანამგზავრების ჩანაცვლებისათვის შეიქმნა. ძველი თანამგზავრები კი ორბიტაზე 1990 წლის მიწურულსა და 2000-იანი წლების დასაწყისში იქნა გაყვანილი. ტანამგზავრები უზრუნველყოფენ ხმოვან კავშირსა და მობილური მოწყობილობების მონაცემების გადაცემას.

კომპანია SpaceX რეგულარულად უშვებდა რაკეტებს ახალ ზონდებთან ერთად 2017 წლის იანვრიდან მოყოლებული. ყოველ გაშვებაზე ათ თანამგზავრს. დღევანდელმა გაშვებამ კი შეასრულა კომპანიის კონტრაქტი, რომელიც ე.წ. ორბიტალური თანავარსკვლავედის შექმნას იტვალისწინებდა Iridium Communications-თვის.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...