SpaceX-მა ასტრონავტები საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან დედამიწაზე წარმატებით დააბრუნა

SpaceX-ის მიერ აგებული კაფსულა, რომლის ბორტზეც ოთხი ასტრონავტი იმყოფებოდა, მშვიდობიანად დაბრუნდა დედამიწაზე საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან. NASA-მ განაცხადა, რომ ამერიკელი ასტრონავტები მაიკ ჰოპკინსი, ვიქტორ გლოვერი და შენონ უოკერი და ასევე იაპონელი სოიჩი ნოგუჩი მექსიკის ყურეში დაეშვნენ.

ეს დედამიწაზე ღამით დაშვების პირველი შემთხვევა იყო შეერთებული შტატების კოსმოსური ხომალდისთვის, 1968 წელს “აპოლო 8”-ს შემდეგ. ეკიპაჟი დედამიწაზე დაბრუნდა იმავე კაფსულაში – სახელწოდებით Resilience – რომლითაც ის გაფრინდა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე 2020 წლის ნოემბერში. მათი მისია – კოსმოსში გატარებული 167 დღე – ყველაზე ხანგრძლივი იყო შეერთებული შტატებიდან ოდესმე გაშვებულ მისიებს შორის. თავდაპირველად, ეკიპაჟის დაბრუნება 29 აპრილისთვის იყო დაგეგმილი, მაგრამ მისია გადაიდო ძლიერი ქარების გამო.

SpaceX-ი გეგმავს კერძო კოსმოსურ მისიას სექტემბერში და კიდევ ერთი ასტრონავტის გაშვებას ოქტომბერში.

ახლა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე იმყოფებიან ამერიკელი, რუსი, იაპონელი და ფრანგი ასტრონავტები.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...