SpaceX-ი პირველ ტურისტებს კოსმოსში 2021 წელს გაუშვებს

ილონ მასკის მიერ დაარსებულმა კომპანია SpaceX-მა ხელი მოაწერა შეთანხმებას კომპანია Space Adventures-თან, რომელიც კოსმოსური ტურიზმით არის დაკავებული.

შეთანხმების მიხედვით, 2021 წლის ბოლომდე, ოთხი კოსმოსური ტურისტი შეძლებს ორბიტაზე გაფრენას.

აღნიშნული მისიისთვის გამოყენებული იქნება ნაკეტამზიდი Falcon 9 და ხომალდი Crew Dragon. ტურისტები ორბიტაზე ხუთ დღემდე გაჩერდებიან. ისინი არ იქნებიან საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე, ისინი უბრალოდ სადამკვირვებლო ექსკურსიაზე წავლენ.

როგორც კომპანია Space Adventures-ში აცხადებენ, მისიას ისტორიული მნიშვნელობა ექნება, ვინაიდან შეძლებს მოხსნას კოსმოსური ტურისტის მიერ აფრენის სიმაღლის დამყარებული რეკორდი. კომპანიის პრეზიდენტის ერიკ ანდერსონის თქმით, ფრენის სიმაღლემ შესაძლოა ორჯერ გადააჭარბოს ორბიტის სიმაღლეს, რომელიც 400 კილომეტრს შეადგენს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად