S&P: უკრაინა გარდაუვალი დეფოლტის პირასაა

საერთაშორისო გავლენიანმა სარეიტინგო სააგენტომ, Standard&Poor’s-მა უკრაინის რეიტინგი კიდევ ერთხელ შეცვალა ნეგატიურად და მას ამჯერად CC მიანიჭა. სარეიტინგო სააგენტოს პროგნოზის მიხედვით, უკრაინაში დეფოლტი პრაქტიკულად გარდაუვალია. უკრაინის სუვერენული რეიტინგი ამჯერად დეფოლტის წინაა. როგორც ანგარიშშია ნათქვამი ქვეყნის უცხოურ ვალუტაში აღებული ვალის მოცულობის მიხედვით, უკრაინაში დეფოლტი გარდაუვალია.

ქვეყანამ საკუთარი ვალის რესტრუქტურიზაცია ევრობონდების გამოშვებით გადაწყვიტა. უკრაინამ საერთაშორისო კრედიტორებთან ვალის რესტრუქტურიზაცია მაისში უნდა დაიწყოს. მთავრობას საგარეო 15 მილიარდ დოლარიანი ვალის დასაფარად, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 40 მილიარდი დოლარი გამოუყო.

გასულ თვეს უკრაინის სუვერენული რეიტინგი ნეგატიურად კიდევ ერთმა სარეიტინგო სააგენტო Moody’s-მა შეცვალა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად