სოზარ სუბარმა ოზურგეთში ე.წ. უსახლკაროთა თავშესაფარი მოინახულა

ქალაქის მერმა ბეგლარ სიორიძემ ოზურგეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრს ყოფილი სამშობიაროს შენობა დაათვალიერებინა, სადაც ქალაქ ოზურგეთის მერიის ბაზაში აღრიცხული 60 უსახლკარო ოჯახი იცხოვრებს.

ამჟამად შენობაში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგ გარემონტებულ, ყველა საჭირო პირობით უზრუნველყოფილ საცხოვრებელ ფართს უსახლკარო, სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი, მარტოხელა, ლტოლვილი და ასევე, ის ოჯახები მიიღებენ, რომელთაც განსაკუთრებული საჭიროების მქონე წევრი ჰყავთ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...