სოზარ სუბარმა მარნეულის მოსახლეობას ნოვრუზ ბაირამი მიულოცა

დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი მარნეულში ნოვრუზ ბაირამის აღსანიშნავად გამართულ საზეიმო ღონისძიებებს დაესწრო და ადგილობრივ მოსახლეობას დღესასწაული მიულოცა.  ამის შესახებ ინფორმაციას უწყების საზოგადოებასა და მასმედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს.

„ყოველთვის განსაკუთრებული სიხარულით ველოდები ნოვრუზის დღესასწაულს. ეს არის საყოველთაო სიხარულის, მოწყალების გაცემის, ხალხის ერთიანობისა და ადამიანების ურთიერთსიყვარულის დღე. ვულოცავ ყველა ჩვენს თანამოქალაქეს ამ დღესასწაულს“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად