სოზარ სუბარი: ზურა ნოღაიდელის ჩვენების დეტალებმა კიდევ ერთხელ დააზუსტა, რომ სააკაშვილმა და მისმა ხელისუფლებამ პრაქტიკულად ჩაიდინა სამშობლოს ღალატის აქტი

ზურა ნოღაიდელის ჩვენების დეტალებმა კიდევ ერთხელ დააზუსტა, დაამტკიცა ის რაც ისედაც ყველამ ვიცოდით – ვიცოდით რომ სააკაშვილმა და მისმა ხელისუფლებამ პრაქტიკულად ჩაიდინა ღალატის აქტის სამშობლოს ღალატის, სახელმწიფოს ღალატის აქტი, როდესაც ყოველგვარი საბუთების გარეშე გამოაცხადა რომ უდაბნო და ჩიჩხიტური არ არის საქართველოს ტერიტორია. ყველა დეტალი, ყველა საბუთი საწინააღმდეგოს ამტკიცებდა,- ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა სოზარ სუბარმა განაცხადა.

მისი თქმით, ზურა ნოღაიდელს რომ არ ეთქვა, ისედაც ძალიან კარგად ჩანდა იმ განცხადებებში, რომელიც 2001,2007,2012 წლებში გააკეთეს მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, როცა ისინი პირდაპირ ამბობდნენ, რომ ეს არის ისტორიული ბედის უკუღმართობა, რომ ეს ტერიტორიები არის აზერბაიჯანის ტერიტორია, მაშინ როდესაც ყველა დეტალი საწინააღმდეგოს ამტკიცებდა.

“მართალია მათ გააქრეს ეს რუკები, მაგრამ ღვთის მადლით ეს რუკები იქნა მოძიებული, მოძიებულ იქნა ძალიან პატრიოტი ადამიანების დახმარებით და მაშინ როცა საბუთები გამოჩნდა, რომ ეს არის საქართველოს ტერიტორია და ჩვენ ეს მართლა მეგობრული მოლაპარაკებების გზით უნდა მოვაგვაროთ მეზობელ, მეგობარ სახელმწიფოსთან, კიდევ უფრო საოცრებას ჩადიან ეს მოღალატეები, როცა წინასწარ აცხადებენ, რომ ამ საბუთებს არ აქვს იურიდიული ძალა, ეს არის არსაიდან მოტანილი, ამათზე დაყრდნობა არ შეიძლება და კიდევ ერთხელ ამტკიცებენ იმას, რაც თავის დროზე გააკეთეს, როცა სავარაუდოდ გაყიდეს ეს ტერიტორიები და ამ გაყიდვის ფასი თვითონვე გამოაცხადეს, იმიტომ რომ როდესაც საგარეო საქმეთა სამინისტრო და მინისტრის მოადგილე, კულტურის მინისტრი, პარლამენტის წევრები, უშიშროების საბჭოს მაშინდელი მდივანი აცხადებდნენ და დღესაც აცხადებენ, რომ ეს არ არის საქართველოს ტერიტორია და თუ რაიმე საბუთი ამტკიცებს რომ ეს არის საქართველოს ტერიტორია, რომ ეს არის აღარაა საბუთი და ამაზე დაყრდნობა არ შეიძლება, ამით ბუნებრივია მხარეს რომელთანაც ამ შემთხვევაში გასარკვევი გვაქვს სად გადის საზღვარი იმას აძლევენ იარაღს ხელში და ის მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მეგობარი ქვეყანაა, ბუნებრივია როგორც ჩვენ ვცდილობთ რომ გარკვეულ საზღვრებზე დავამტკიცოთ რომ ეს არის ჩვენს მხარეს, ისე ისინი ეცდებიან, ეს არის ჩვეულებრივი ნორმალური პროცესი მათი მხრიდან. ეს არის უბრალოდ გაუგებარი და აღმაშფოთებელი”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

შეგახსენებთ, პროკურატურამ დავით გარეჯის საკითხზე სახელმწიფოს მიერ შექმნილი კომისიის ყოფილი თავმჯდომარის ივერი მელაშვილს( 2007 წელს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის, დემარკაციის და სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი, კომისიის წევრი, ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელი) და 2007 წელს დავით გარეჯის საკითხზე შექმნილი სახელმწიფო კომისიის წევრ ნატალია ილიჩოვას ბრალი საქართველოსთვის საზიანო გადაწყვეტილების მიღებისთვის წაუყენა. (პროკურატურის განცხადების სრული ვერსი შეგიძლიათ იხილოთ აქ: პროკურატურამ დავით გარეჯის საქმეზე ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა დააკავა )

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბესიკ კურტანიძემ დავით გარეჯის საქმეზე დაკავებულ ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას აღკვეთის სახის ღონისძიებად ორთივიანი პატიმრობა შეუფარდა.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, რომ უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.

განაცხადებაში ნათქვამია: “თავდაცვის სამინისტროდან მიღებული ინფორმაციით, კომისიის მიერ საქართველო აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის გარკვეული მონაკვეთები არამართლზომიერად, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა.” 

მიუხედავდ იმისა, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სახელი არ ფიგურირებს, ვრცელდება ინფორმაცია რომ დავით გარეჯის საქმე მიხეილ სააკაშვილს უკავშირდება.

მიხეილ სააკაშვილმა კი პროკურატურის განცხადების საპასუხოდ განაცხადა: ჩემი პრეზიდენტობის დროს ყველა ქართველს შეეძლო დავით გარეჯში მოლოცვა და ბერად აღკვეცა (ვიდეო)

მოგვიანებით კი „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ დავით გარეჯის საკითხზე საქმის აღძვრასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ რადიკალური ოპოზიცია ამ საკითხის პოლიტიზებას ცდილობს. მისი თქმით, წამოცდენა იყო თუ რა იყო,70-80 მილიონი აქვს აღებული თურმე ამ საქმეში სააკაშვილს

დავით გარეჯის საქმეზე უკვე გამოიკითხნენ საქართველოს ყოფლი პრემიერმინისტრი ზურაბ ნოღაიდელი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი მინდია ჯანელიძე.

 

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად