სოზარ სუბარი ჭუბერის სტიქიაზე: რამდენიმე სახლი ახლაც პრაქტიკულად კუნძულზეა დარჩენილი

ამის შესახებ ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ეს იმიტომ მოხდა, რომ მდინარემ კალაპოტი იცვალა. მინისტრის ინფორმაციით, არასრულწლოვნები, რომლებიც მთაში იყვნენ დარჩენილები და გარემოს იყვნენ მოწყვეტილები ვერტმფრენით გადაიყვანეს საკუთარ სახლებში.

"მღებრიშვილთან ერთად პრაქტიკულად მთელი ხეობა დავიარეთ თავიდან ბოლომდე. დავათვალიერეთ ის ადგილები, საიდანაც ყველაზე დიდი საფრთხე იყო, რომ ახალი ნაკადები წამოსულიყო. ამ წუთისათვის როგორც ჩანს ეს საფრთხე გადავლილია. დაახლოებით ნახევარი საათია ისევ ღრუბელი გამოჩნდა, მაგრამ არა მგონია, რომ იწვიმოს. თუ წვიმა აღარ იქნება, მაშინ ძირითადი საფრთხე გადავლილია, თუმცა ჯერ კიდევ ძალიან დიდია მდინარე. მე პირადად ამ მდინარის პირას ვარ გაზრდილი და ისეთი როგორიც ახლა მოდის, არ მახსოვს. მე, როდესაც მოვედი უკვე იმის ნახევარი მოდიოდა, რაც 12 საათიდან საღამოს 4-5 საათამდე პერიოდში მოდიოდა. რამდენიმე სახლი ახლაც პრაქტიკულად კუნძულზეა დარჩენილი, იმიტომ რომ მდინარემ კალაპოტი იცვალა. 

მოსახელეობა გაყვანილია იმ ზონებიდან და სახლებიდან, სადაც საფრთხე არსებობს. ახლა ყველა ფრთხილად უნდა იყოს და არ დაბრუნდეს იქ, სადაც შეიძლება საფრთხე იყოს. რამდენიმე ადამიანი მთაში იყო დარჩენილი. უშაულო საფრთხე არ ემუქრებოდათ, მაგრამ მოწყვეტილი იყვნენ გარემოს, მშობლები ნერვიულობდნენ, რადგან არასრულწლოვანები იყვნენ. მათი საკუთარ სახელბში მიყვანა ვერტმფრენით მოხდა", – განაცხადა სოზარ სუბარმა.

შეგახსენებთ, სვანეთში სოფელ ჭუბერში სტიქიაა. ადიდებულმა მდინარემ 5 ხიდი და 2 საცხოვრებელი სახლი წაიღო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად