სოზარ სუბარი: სახალხო დამცველი ვის ხვდება ციხეში ეს ღია ინფორმაციაა

„სახალხო დამცველი ვის ხვდება ციხეში ეს არის ღია ინფორმაცია. თუ რაზე ლაპარაკობენ, ეს არის კონფიდენციალური,თუ ამის შესახებ არსებობს დათქმა და თხოვნა პატიმრის მხრიდან. ამის შესახებ პრემიერ
მინისტრის მრჩეველმა რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარმა გადაცემა “პოლიტიკური ამბები შალვა რამიშვილთან” განაცხადა.

მისი თქმით, სახალხო დამცველის მიერ გაკეთებული განცხადებები, სრულიად შეუფერებელია რეალობასთან. მან მინიმუმ უდანაშაულობის პრეზუმფცია უნდა დაიცვას თეა წულუკიანთან მიმართებაში.

„გამოაქვეყნეს განცხადება რომ დანაშაულია ჩადენილი, რომ უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე. მინიმუმ უდანაშაულობის პრეზუმფცია უნდა დაიცვას ესეთ დროს სახალხო დამცველმა და დანაშაული არ უნდა უწოდოს. ეს არის აბსურდი, მას დანაშაულზე ლაპარაკი შეუძლებელია იქ რომ ყოფილიყო მოსმენა, მიყურადება, რა თქმა უნდა დანაშაულზე იქნებოდა ლაპარაკი. არაფერი აბსოლუტურად, სასჯელაღსრულების და მისი თანამშრომლების საქმიანობა არის კანონის ფარგლებში. ის რომ სახალხო დამცველი შედის ციხეში, ის რომ სახალხო დამცველი ხვდება კონკრეტულ პიროვნებას ეს არ არის კონფიდენციალური, ეს არ არის დახურული ინფორმაცია. ვინ გაავრცელა, თვითონ სახალხო დამცველის თანამშრომელმა დარეკა მედიაში, მეზობელმა დაინახა, თუ ციხის რომელიმე თანამშრომელმა, ამაზე ჰკითხონ ჟურნალისტებს” – განაცხადა სოზარ სუბარმა.

შეგახსენებთ, სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ დღეს სპეციალური ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ 2020 წლის 23 იანვარს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა სახალხო დამცველის პატიმრებთან შეხვედრის თაობაზე დეტალები უკანონოდ გაასაჯაროვა. რის გამო ომბუდსმენი პროკურატურას გამოძიების მოთხოვნით მიმართავს

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად