სოზარ სუბარი: რიგგარეშე არჩევნები არ იქნება, წერტილი

რიგგარეშე არჩევნები არ იქნება, წერტილი, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, თვითმმართველობის და საპარლამენტო არჩევნები ერთმანეთს არ ებმის.

„არანაირი 43 და 55% არ არის ბმაში, რადგან თვითმმართველობის არჩევნები არის თვითმმართველობის, საპარლამენტო საპარლამენტო და მათ ერთმანეთთან ბმა არ აქვს. თვითმმართველობის არჩევნებზე ადამიანები ირჩევენ მერებს, საკრებულოებს, რომლებიც ადამიანებს ადგილებზე უკეთ უნდა მოემსახურონ და უთხრან, რომ ფასადი შეიღებება, კანალიზაცია მოწესრიგდება, გზები დაიგება, ეს ფული დაიხარჯება ხალხისთვის და არ იქნება მოპარული. მოქალაქეებს ამას ოპოზიცია არ ეუბნება, ამას მხოლოდ „ქართული ოცნება“ ეუბნება. დღეს 43%-სა და ციფრებზე საუბარი სასაცილოა, რადგან დარწმუნებული ვართ, რომ „ქართული ოცნება“ 50%- ზე მეტს აიღებს და მერებისა და საკრებულოს მაჟორიტარი წევრების უმრავლესობა პირველივე ტურში გაიმარჯვებს, მათ შორის თბილისში. ეს ჩვენ მიერ გამოქვეყნებული კვლევიდან გამოჩნდა და ეს ისედაც ვიცოდით. თბილისში „ქართულ ოცნებას“ გაცილებით მაღალი რეიტინგი აქვს, ვიდრე გასული წლის შემოდგომაზე ავიღეთ“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

კომენტარები
იტვირთება...