სოზარ სუბარი: ქალბატონი დეგნანის განცხადება მართლა გამიკვირდა…ეს ხდება ყველგან და მთავარია, ამაზე სახელმწიფოს ჰქონდეს ადეკვატური რეაგირება

„ქალბატონი დეგნანის განცხადება მართლა გამიკვირდა იმიტომ, რომ ჩვენ კარგად გვახსოვს, რა ხდება ზოგადად ასეთი აქციების დროს მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში და კარგად გვახსოვს ის მრავალთვიანი აქციები, რომელიც შეერთებულ შტატებში ხდებოდა.” – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადების საპასუხოდ.

“შავი სიცოცხლე ფასობს“ – ეს აქციები იყო, როდესაც მოხდა არაერთი პოლიციის, გუბერნიის, მერიის შენობის დარბევა, ხდებოდა მაღაზიებზე თავდასხმები, მანქანების დამტვრევა, უდანაშაულო ადამიანების ცემა, წამება ლამის ქუჩაში. ეს ხდება ყველგან და მთავარია, ამაზე სახელმწიფოს ჰქონდეს ადეკვატური რეაგირება. საქართველოს პოლიციამ, მიუხედავად იმისა, რომ მართლა მოულოდნელი იყო, რომ 20 სხვადასხვა ადგილას გაიშლებოდა ეს აქციები, მაინც შეძლო, დროულად აღეკვეთა ძალადობა. მეორე დღეს ყველაფერი ჩატარდა გაცილებით მშვიდად და ყველა ადამიანი აგებს პასუხს.” – განაცხადა სოზარ სუბარმა.

კომენტარები
იტვირთება...