სოზარ სუბარი: მიხეილ სააკაშვილმა „გაპარსა“ მთელი ოპოზიცია, გადააგდო პრაქტიკულად ისინი და ახლა აბულინგებს

პარლამენტის სამგორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი “ქართული ოცნებიდან” აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი და მისი პარტია დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებს “აბულინგებს” და ეუბნება, რომ არ შევიდნენ პარლამენტში. სუბარი ამბობს, რომ “ნაციონალური მოძრაობა” თავიდანვე ემზადებოდა რევოლუციისთვის და მას სხვა მიზანი არც ჰქონია.

ამის შესახებ სოზარ სუბარმა გადაცემაში “ღამის კურიერი” განაცხადა.

“ეფექტიანი ვერ იქნები იმ ძალასთან, რომელსაც არ აქვს არანაირი კონსტრუქცია, რომელიც ემზადებოდა უბრალოდ რევოლუციისთვის და სხვა მიზანი არც ჰქონია თავიდანვე. ეს კარგად გამოჩნდა დიალოგის მომენტშიც.

რამდენიმე თვით ადრე სააკაშვილმა თავის ჭკუაზე ატრიალა მთელი ოპოზიცია, დააჯინა ამ ე.წ. შალვას ფანჩატურში, ლაპარაკობდა მითიურ ერთიანობაზე, რომელიც არ არსებობდა ამ ოპოზიციურ ძალებში. არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე გამოაცხადა რომ ის არის ერთადერთი ადამიანი, რომელმაც “გაპარსა“ მთელი ოპოზიცია, წაიღო მთელი მათი ხმები, გადააგდო პრაქტიკულად ისინი და ახლა აბულინგებს და ეუბნება მათ, რომ არ შეხვიდეთ პარლამენტში და ისინიც რატომღაც მიჰყვებიან ამ ადამიანს, რომელიც ვერც ჩამოსვლას ბედავს, ვერც პარლამენტში ვერ შედის, იმიტომ რომ დაპირებები გასცა და ვერ ასრულებს და ახლა სხვებსაც აიძულებს რომ არ შევიდნენ პარლამენტში,“ – განაცხადა სოზარ სუბარმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად