სოზარ სუბარი: კარგია, რომ პარტიები „ნაცების“ და „ევრონაცების“ ბულინგს დაუძვრნენ

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის სოზარ სუბარის განცხადებით, ძალიან კარგია რომ სხვა პარტიები “ნაციონალური მოძრაობისა” და “ევროპული საქართველოს” “ბულინგს დაუძვრნენ”.

სოზარ სუბარმა ამის შესახებ პოლიტიკური პარტიების გადაწყვეტილების შეფასებისას განაცხადა, რომლებიც პარლამენტში შესვლის სურვილს გამოთქვამენ.

მისი თქმით, “ნაცებთან” და მათ “ნაცისტურ” პარტიებთან მოლაპარაკებები შეუძლებელია”.

“ძალიან კარგია, რომ პარტიები დაუძვრნენ ბულინგს ორი ოპოზიციური პარტიის მხრიდან, “ნაცებს” და “ევრონაცებს” ვგულისხმობ. გასაგებია ისიც, რომ რასაც წარმოადგენენ “ნაცები” და მათი ნაცისტური პარტიები გარე ურთიერთობებში, იგივე იქნებიან შიგნითაც. ამ ადამიანებთან დიალოგი უბრალოდ შეუძლებელია. მათ უნდათ ან გაიტანონ თავისი, ან ქვა ქვაზე ნუ დარჩენილა მათ შემდეგ, ასეთია მათი პოლიტიკა.

როგორც ჩანს, ეს დამოკიდებულება აქვთ შიგნითაც და ასეთ დროს თუ ალეკო ელისაშვილი ან რომელიმე სხვა, ვერ ხედავს მათთან მოლაპარაკების ვერც რესურსს და ვერც აზრს, ეს ნიშნავს, რომ მივიდნენ ლოგიკურ დასკვნამდე. ისედაც ცხადი უნდა ყოფილიყო, როცა ელაპარაკები მელიას, ბოკერიას, იქ ლაპარაკს მართლა არ აქვს აზრი”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად