სოზარ სუბარი: არ მინდა ვიხილო თუნდაც სიმბოლურ, მაგრამ საპატიო თანამდებობაზე “ნაცმოძრაობა”

"გუნდში არ არსებობდა განსხვავებული აზრი იმაზე, რომ კარგი პოზიციაა, რომ არ გავიდეთ საპრეზიდენტო არჩევნებზე ჩვენი კანდიდატით. თუმცა იყოს განსხვავებული აზრი იმაზე, დავუჭიროთ თუ არა მხარი რომელიმე კანდიდატს", – განაცხადა სოზარ სუბარმა “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ სათაო ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის, აღმასრულებელი ხელისუფლების და პოლიტსაბჭოს წევრების შეხვედრის შემდეგ.

„იყო რამოდენიმე დეპუტატი, რომელიც ამბობდა, რომ არ იქნება სწორი საერთოდ არავის არ დავუჭიროთ მხარი, თუმცა საბოლოოდ ამაზეც მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პოლიტსაბჭო გადაწყვეტს – მაშინ როდესაც ყველა კანდიდატი იქნება წარდგენილი რა პოზიციით გამოვალთ. დავუჭერთ მხარს ვინმეს და თუ დავუჭერთ ვინ იქნება , თუ არ დავუჭერთ მხარს არავის. 

მიმაჩნია, რომ ეს არის სწორი პოზიცია. ჟურნალისტის კითხვაზე წარსდგება თუ არა დამოუკიდებელი კანდიდატი, რომელსაც „ქართული ოცნება“ დაუჭერს მხარს 41 ნომრით, სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ დამოუკიდებელი კანდიდატი 41 ნომრით ვერ წარსდგება. 

„მხარდაჭერის საფუძველი შეიძლება იყოს ის , რომ რადგანაც ჩვენს ქვეყანაში სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ჰყავთ მხარდამჭერები „ნაცმოძრაობას“ თუ მის განაყოფ რაღაც პარტიებს , ნამდვიალდ არ მინდა ისევ ისინი ვიხილოთ თუნდაც სიმბოლურ, მაგრამ საპატიო თანამდებობაზე, ეს იქნება ჩეთვის პირადად განმსაზღვრელი.“-განაცხადა სოზარ სუბარმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად