სოზარ სუბარი: ამ წუთში კრიმინალის რაიმე განსაკუთრებულ აფეთქებაზე ლაპარაკი არ შეიძლება

ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის, სოზარ სუბარის განცხადებით, კრიმინალის რაიმე განსაკუთრებულ აფეთქებაზე ლაპარაკი არ შეიძლება. მისი თქმით, საერთაშორისო რეიტინგებში საქართველო მსოფლიოში ერთერთ ყველაზე უსაფრთხო ქვეყანად ითვლება.

„კრიმინალი ყოველთვის იყო და არის მსოფლიო ნებისმიერ ქვეყანაში. ამ წუთში კრიმინალის რაიმე განსაკუთრებულ აფეთქებაზე ლაპარაკი, რა თქმა უნდა, არ შეიძლება. ძალიან სამწუხაროა, რომ მოხდა ამ დღეებში ზედიდაზეც მოხდა სამი ასეთი დანაშაული, თუმცა ესეთი შემთხვევები ყოველთვის ხდება და ამაზე რაღაც დასკვნების გაკეთება არ შეიძლება. ფაქტია, რომ საერთაშორისო რეიტინგებში საქართველო მსოფლიოში ერთერთ ყველაზე უსაფრთხო ქვეყანად ითვლება,“ – განაცხადა სოზარ სუბარმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად