სოზარ სუბარი: 7-10 დღეში აქ ჩამოვა სამთავრობო გუნდი და ხეობის პერსპექტივაზე ვისაუბრებთ

ამის შესახებ სოზარ სუბარმა ხაიშში, მოსახლეობასთან მოლაპარაკების შემდეგ განაცხადა.

"ამ ადამიანებს სხვა საშუალება არ აქვთ. ალბათ ჩვენც დავაკელით რაღაცა, რომ ალტერნატივა შეგვეთავაზებინა ან ის საქმიანობა რასაც ისინი ეწევიან კანონის ფარგლებში მოგვექცია. ამიტომ ჩემი წინადადება იყო ეს გზა გავხსნათ 1 კვირა, მაქსიმუმ 10 დღის განმავლობაში აქ ჩამოვა დიდი სამთავრობო გუნდი რომ ვილაპარაკოთ რამდენიმე სოფლის, ან ხეობის განვითარების პერსპექტივებზე, რა ალტერნატივა გვაქვს. იქ, სადაც ალტერნატივის შეთავაზება ვერ ხერხდება და ხე-ტყის დამუშავებაა ერთადერთი სემოსავალი, როგორ მოვარჩიოთ ეს ხე-ტყის დამუშავება ლეგალურ ჩარჩოებში, რათა არ იყოს არცერთი უკანონო ჭრა. სადაც არ არის ამის შეთავაზება რა ალტერნატივა არსებობს. ახლა გზა, რომელზეც ვდგავართ, სახლები, სადაც ადამიანები ცხოვრობენ, ვაშლი რომელიც ეზოში უდგათ, მიწა, რომელსაც ამუშავებენ, საბავშვო ბაღი… არაფერი არ ეკუთვნის არც სახელმწიფოს არც ხალხს, ყველაფერი ეკუთვნის ერთ კონკრეტულ კომპანიას, რომელსაც სააკაშვილის ხელისუფლებამ ეს გადასცა 1 ლარად. ამ წუთში სახელმწიფო აწარმოებს საარბიტრაჟო დავას, რომ ეს ყველაფერი დაუბრუნდეს ხალხს. ჩვენ ლეგალური გზით მივდივართ, მაგრამ ხალხისთვის ეს შეღავათი არ არის. ხალხი რეალურად სხვის სახლში ცხოვრობენ", – განაცხადა სოზარ სუბარმა.

შეგახსენებთ, სვანეთში, ხაიშის ცენტრში სადაც ადგილობრივები აქციას მართავდნენ, პოლიციამ ბარიკადები აიღო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად