სოზარ სუბარი: 350 დევნილ ოჯახს დეკემბრის ბოლოს ოლიპიურ სოფელში ბინებს გადავცემთ

ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის, სოზარ სუბარის განცხადებით დეკემბრის ბოლოს 350 დევნილ ოჯახს ოლიმპიურ სოფელში ბინა გადაეცემა. მისივე თქმით, ჰუალინგ ჯგუფს ორი თვით დააგვიანდა ბინების გადმოცემა, რადგან იქ სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა ახლა კი ეზოს კეთილმოწყობა მიმდინარეობს.

„ოლიმპიურ სოფელში ბინების გადაცემისთვის ხელშეკრულება ხელმოწერილი იყო 298 ბინაზე, დაემატა და ახლა იქნება 350 ბინა. თუმცა 2 თვით დააგვიანა ჰუალინგ ჯგუფმა ბინების რემონტის დამთავრება. ამ წუთში პარქტიკულად დამთავრებულია შიდა რემონტი. მიმდინარეობს ეზოს კეთილმოწყობა. დეკემბერში დასრულდება შესახლება“, – განაცხადა სუბარმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად