სოზარ სუბარი: 269 დევნილ ოჯახს დაუკანონდა საცხოვრებელი ფართი

მთავრობის სხდომაზე 269 დევნილი ოჯახისათვის საცხოვრებელი ფართების საკუთრებაში გადაცემის საკითხი  დამტკიცდა.  იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს ფართები საკუთრებაში თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ფოთში და გორში გადაეცემათ. 

„დღეს კიდევ 269 დევნილ ოჯახს დაუკანონდა საცხოვრებელი ფართი. ჩვენ ბინების დიდი ნაწილი გავარემონტეთ და ისე გადავეცით მათ, ასე რომ პროგრამა, რომელიც გულისხმობს 1-ელ სექტემბრამდე დაახლოებით 10 000 დევნილისთვის ბინის დაკანონებას სრულდება და დევნილები ხდებიან ჩვეულებრივი მესაკუთრეები“, – განუცხადა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მინისტრმა სოზარ სუბარმა.



დევნილებისთვის საცხოვრებელი ფართების საკუთრებაში გადაცემა "იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართების საკუთრებაში გადაცემის შესახებ" პროექტის ფარგლებში ხორციელდება. პროექტი, მთავრობის განკარგულებით,  2014 წლის პირველი ნოემბრიდან დაიწყო და 10 თვის განმავლობაში გაგრძელდებ. 2015 წლის სექტემბრამდე  საცხოვრებელი ფართი 10 000-მდე დევნილ ოჯახს დაუკანონდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...