A1 ბანერი

სოციალურმა მუშაკებმა დღეიდან გაფიცვა გამოაცხადეს

სოციალური მუშაკები მთელი საქართველოს მასშტაბით გაიფიცნენ. სოციალური მუშაკების ნაწილი ამ წუთებში მთავრობის ადმინისტრაციასთან იმყოფება

სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალური მუშაკები მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობას აპროტესტებენ.
როგორც ცნობილია, სოცმუშაკებს 22 მოთხოვნა აქვთ, თუმცა აქედან 6 მოთხოვნის დაუყოვნებლივ შესრულებას ითხოვენ.

“ნელ ნელა სხვადასხვა ადამიანები გვიერთდებიან, მალე მიიღებს აქციის ფორმას.

სოციალური მუშაკებმა 2019 წლის 8 თებერვალს მიმართეს ჯანდაცვის სამინისტროს და სოციალური მომსახურების სააგენტოს. მათ აქვთ 22 პუნქტიანი მოთხოვნა, რომელიც მნიშვნელოვანია. სოციალური კეთილდღეობა და ზოგადად სოციალური დაცვა გაუმჯობესდეს ქვეყანაში. ამაზე პასუხისმგებლობა აქვს თვითონ ამ სააგენტოს.

ვიცით, რომ ფიზიკურად შეუძლებელია ამ ყველა, 22 მოთხოვნის შესრულება და დაკმაყოფილება, ამიტომაც ამჯერად 6 ძირითად მოთხოვნაზე ვკონცეტრირდეთ, რომელის შესრულების შემდეგაც მოხდება გაფიცვის შეწყვიტა.

გაფიცვაზე ბევრი რეგიონიდან ჩამოვიდნენ და კიდევ მოდიან. “,-განაცხადა სოფო ხვთისიაშვილმა საინიციატოვო ჯგუფის წევრმა

ცნობისთვის, სოციალური მუშაკებმა აქცია ქუთაისშიც გამართეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...