სოციალური მომსახურების სააგენტომ ახალგაზრდების დასაქმების ფესტივალი გამართა

სოციალური მომსახურების სააგენტომ საგამოფენო ცენტრ „ექსპოჯორჯიაში”, ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, ფესტივალი გამართა. ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

ფესტივალის მონაწილეებს 65-ზე მეტმა კომპანიამ 2000-ზე მეტი ვაკანსია შესთავაზა. სამუშაო ადგილები სადაზღვეო, საბანკო, სამომხმარებლო-სავაჭრო, სააფთიაქო, ენერგეტიკისა და რკინიგზის სფეროებიდან იყო წარმოდგენილი. ახალგაზრდებს სტაჟირებისა და სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობაც ჰქონდათ.

ღონისძიებას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეები – გიორგი წოწკოლაური და თამილა ბარკალაია, ასევე სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილე ლევან გოგოძე ესწრებოდნენ.

დასაქმების ფესტივალში, 18-დან 36 წლამდე ასაკის ახალგაზრდები, როგორც უმაღლესი, ისე პროფესიული სასწავლებლების სტუდენტები და კურსდამთავრებულები მონაწილეობდნენ.
მსგავსი ღონისძიებები უმუშევრობის დონის შემცირების ეფექტიანი ინსტრუმენტია და მის მიზანს შრომის ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდებას შორის დისბალანსის აღმოფხვრა წარმოადგენს.

ფესტივალის მიმდინარეობისას ახალგაზრდა სამუშაოს მაძიებლები დამსაქმებლებს, ერთ სივრცეში, სწრაფად და მარტივად უკავშირდებიან, რაც ხელს უწყობს მათ სტაჟირების გავლასა და შემდგომ დასაქმებაში. სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლებმა ფესტივალის მონაწილეებს დასაქმების ხელშემწყობ სახელმწიფო პროგრამებსა და სერვისებსაც აცნობენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად