მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული უსახლკარო ოჯახების თანადგომისა და მხარდაჭერის ახალი სოციალური პროგრამა 2023 წელს დაინერგა, მისი განხორციელების მიზნით ადგილობრივ ბიუჯეტში 100 000 ლარია გამოყოფილი, შესაბამისი ტენდერი უკვე გამოცხადებულია.

ახალმოსახლეობას ორი სოციალურად დაუცველი ოჯახი წლის ბოლომდე იზეიმებს. 2023 წელიდან ბიუჯეტიდან ფინანსდება განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვიანი ოჯახების დახმარების პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს სოციალური მუშაკის დასკვნის საფუძველზე საყოფაცხოვრებო ნივთების, ტექნიკის, კვების პროდუქტები შეძენას, ამ მიზნით ბიუჯეტში გათვალისწინებულია 50 000 ლარი. ამ ეტაპზე პროგრამაში ჩართულია კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი 5 ოჯახი. ,,მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მყოფი ოჯახების დახმარება და მათი გაძლიერება ჩემთვის როგორც მუნიციპალიტეტის მერისთვის არის მთავარი პრიორიტეტი. 2023 წლის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ფინანსდება ორი ახალი სოციალური პროგრამა, რომლებიც სწორედ მრავლშვილიანი, სოციალურად დაუცველი ოჯახების გაძლიერებასა და დახმარებას უზრუნველყოფს, მომავალ წელს კი ამ მიმართულებით სოციალური პროგრამა გაძლიერდება, რაც საშუალებას მოგვცემს საცხოვრებელი სახლებს ავუშენოთ და საყოფაცხოვრებო ნივთებითა და ტექნიკით დავეხმაროთ იმ ოჯახებს, რომელთაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ’’- წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტიდან სოციალური პროგრამებისთვის გამოყოფილია 1 740 000 ლარი. ფინანსდება 8 ძირითადი პროგრამა და 32 ქვეპროგრამა. აქედან 26 ქვეპროგრამა სოციალური დახმარების, ხოლო ექვსი -სამედიცინო თანადაფინანსების კუთხით. მათ შორის: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო ოჯახის, პირის (საცხოვრებელი სახლი დაინგრა, დაიწვა ან საცხოვრებლად უვარგისი, ავარიული ან სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში გახდა სტიქიური უბედურების, უბედური შემთხვევის ან სხვა გარემოების გამო დარჩა უსახლკაროდ და არ გააჩნია ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი) დროებითი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით ბინის ქირის ასანაზღაურებელი თანხა თვეში 250 ლარის ოდენობით; სოციალურად დაუცველ ოჯახები ( 0-იდან 65 000 ქულის ჩათვლით) პირველ და მეორე ახალშობილის შეძენისას ბიუჯეტიდან ფინანსდებიან - 300 ლარით; დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ოჯახები მესამე შვილის შეძენისას იღებენ 500 ლარს, მეოთხე შვილის შეძენისას - 700 ლარს, მეხუთე და მეტი შვილის შეძენისას – 1000 ლარს; სოციალურად დაუცველ ოჯახზე (0-იდან 65000-ი ქულა) რომელთაც ყავთ 18 წლამდე ასაკის 3 და მეტი შვილი ერთჯერადად გაიცემა 300 ლარი. ბავშვთა სტაციონარული მკურნალობის ხარჯების დაფინანსება -50000ლ. განსაკუთრებით საშიში დაავადების მქონე პირთა მედიკამენტებით დახმარება 50 000ლარი; წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების სამედიცინო დახმარების თანადაფინანსება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით ან სხვა გზით გათვალისწინებული დაფინანსების გამოკლების შემდეგ დარჩენილი პაციენტის მიერ გადასახდელი თანხის 50%-ით არაუმეტეს -1000 ლარისა. ონკოლოგიური დაავადების მქონე 18 წლამდელამდე ბავშვის (ლეიკემია, ლიმფოგრანულომატოზი, ანემია, სხვადასხვა სახის სიმსივნეები) დახმარება -1 500 ლარის ოდენობით.