სოციალურ ქსელებში ყველაზე ცოტა დროს იაპონელები ატარებენ

სოციალური ქსელები ყოველდღიური ცხოვრების მსოფლიოს ყველა კუთხეში განუყოფელი ნაწილი გახდა.

ბევრი ადამიანი სოციალური ქსელის “სუნთქვას” გათენებიდან ტელეფონით ხელში ჩაძინებამდე გრძნობს. GlobalWebIndex-ის მონაცემებით, ინტერნეტის საშუალო მომხმარებელი დღეში 2 საათსა და 22 წუთს ატარებს სოციალურ ქსელში. ძირითადად, ფეისბუქში, ტვიტერზე, ინსტაგრამზე, იუთუბზე, ვატსაპზე.

უკანასკნელი მონაცემების თანახმად, იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც კვლევამ მოიცვა, სოციალურ ქსელებში გატარებული დროის მიხედვით პირველობას არავის უთმობს ფილიპინელი ინტერნეტ-მომხმარებელი, რომელიც სოციალურ ქსელში დღეში 4 საათსა და 1 წუთს ატარებს.

ფილიპინელებზე 25 წუთით ნაკლებს, 3 საათსა და 36 წუთსა ატარებენ სოციალურ ქსელებში ნიგერიელები, ხოლო 51 წუთით ნაკლებს, 3 საათსა და 10 წუთს – მექსიკელები. სამ საათზე მეტ დროს უთმობენ სოციალურ ქსელებს თურქები – 3სთ და 5წთ.

დახლოებით ტოლი რაოდენობით დროს ატარებენ სოციალურ ქსელებში რუსები – 2სთ და 26წთ, ინდოელები – 2სთ და 25წთ, ჩინელები – 2სთ და 19წთ

ამერიკელები სოციალურ ქსელებში არიან 1 სთ და 57წთ, დიდ ბრიტანელები – 1სთ და 50წთ, ესპანელები – 1სთ და 43წთ, ფრანგები – 1სთ და 28წთ, გერმანელები – 1სთ და 15წთ.

მათ ფონზე უიმედო აუტსაიდერებიან გამოიყურებიან იაპონელები, რომლების სოციალურ ქსელებს დღეში 45 წუთს უთმობენ.

თარგმანი: რაულ კაპანაძე

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...