სოჭში ჩურჩხელის გამყიდველის ძეგლს დადგამენ

სოჭში, ქალაქის ცენტრალური ბაზრის წინ, ჩურჩხელის გამყიდველის ძეგლს დადგამენ. ამის შესახებ ინფორმაცია სოჭის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. 

ძეგლის გახსნა ქალაქის დღესასწაულზე იგეგმება, რომელიც 19-21 ნოემბერს გაიმართბა.

"კოლორიტული გამყიდველი გამვლელებს ცნობილ სოჭურ ჩურჩხელას შესთავაზებს. კომპოზიციას დაამშვენებს სოჭური ნობათი, ყველაფერი ის, რაც ქალაქის ბაზარში იყიდება" – განაცხადა ადმინისტრაციის უფროსმა ირინა რომანეცმა.

ჩურჩხელის გამყიდველის გარდა დღესასწაულზე დაგეგმილია რუსი მეფის ალექსანდრე II-ის ძეგლის გახსნა. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად