სოტბის აუქციონზე ცნობილი ქართველი მხატვრის მერაბ აბრამიშვილის ნახატები „რუსულ სურათებად” გაიყიდა

გასული წლის დეკემბრის დასაწყისში სოტბის აუქციონზე ქართველი მხატვრის, მერაბ აბრამიშვილის ორი ნამუშევარი გაიყიდა.

სოტბის აუქციონის ვებგვერდზე არსებული ინფორმაციის თანახმად, აუქციონზე გასაყიდად გატანილი ორივე ნამუშევარი, ორივე 1998 წელს, ფანერზე, ტემპერას საღებავებით და ლევკასის ტექნიკით შესრულებული, კერძო კოლექციონერს უშუალოდ მერაბ აბრამიშვილისგან ჰქონდა შეძენილი.

მერაბ აბრამიშვილის „კუმაონის კაციჭამია” მყიდველმა 58920 დოლარად შეიძინა, ხოლო „ზეთისხილის მთა” კი 67337 დოლარად. მერაბ აბრამიშვილის ნამუშევრები წარდგენილი იყო კატეგორიაში „რუსული სურათები”.

ქართველი მხატვარი მერაბ აბრამიშვილი 1957 წელს დაიბადა. 1972-1976 წლებში სწავლობდა ალექსანდრე ბანძელაძის სამხატვრო სტუდიაში. 1981 წელს დამთავრა სამხატვრო აკადემია. მერაბ აბრამიშვილის ნამუშევრები საქართველოში და საზღვარგარეთ გამართულ არაერთ გამოფენაზე იყო ექპონირებული. მერაბ აბრამიშვილი მოულოდნელად გარდაიცვალა 2006 წელს. მისი ნამუშევრების ნაწილი ამჟამად საქართველოს ეროვნულ მუზეუმშია, ნაწილი კი ინახება კერძო კოლექციონერებთან – საქართველოში, საფრანგეთში, გერმანიაში აშშ-ში, ფინეთში და სხვა ქვეყნებში.

სოტბის აუქციონზე გაყიდული „კუმაონის კაციჭამია”, შესახებ მერაბ აბრამიშვილის მეუღლის ადრე გაკეთებული განცხადების თანახმად, მხატვირის ერთ-ერთი საყვარელი ნამუშევარი იყო.

შეგახსენებთ, საქართველოს სახალხო მხატვარი თემო გოცაძე გამოეხმაურა სოტბის აუქციონზე ქართული მხატვრობის რუსული არტის სახელით გაყიდვის მორიგ ფაქტს და განაცხადა: კულტურის ყველაზე პრესტიჟულ საერთაშორისო პლატფორმებზე საქართველო რუსულ ხელოვნებად გადის- სამინისტრო უმოქმედოა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად